საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტებმა ერთობლივი 15 პუნქტიანი განცხადება გააფორმეს. განცხადებას გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ავლაბრის რეზიდენციაში ერთობლივი პრესკონფერენციის დაწყებამდე მოაწერეს ხელი. ერთობლივი 15 პუნქტიანი განცხადების სრული ტექსტი ,,ჯი-ეიჩ-ენს” პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიაწოდა:
განცხადების მიხედვით, მხარეები აცხადებენ შემდეგს:მხარეებმა დაადასტურეს, რომ ქართულ-ბელორუსული ურთიერთობის განვითარებადი ხასიათი შეესაბამება საქართველოსა და ბელორუსიის ინტერესებს
მხარეები აწარმოებენ დიალოგს ყველა დონეზე, განავითარებენ ურთიერთკავშირებს პარლამენტებსა და დარგებს შორის, უწყობენ ხელს ორმხრივ შეთანხმებებს და სამართლებრივი ბაზის გაფართოებას, ხელსაყრელი პირობების შექმნას კონტაქტებისთვის საქმიან, სამეცნიერო, კულტურულ, სპორტულ და სხვა სფეროებისთვის.
1 მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში რიგ დოკუმენტზე ხელის მოწერა ორმხრივი ურთიერთობის საკითხებში იურიდიული ბაზის დასამყარებლად ტურიზმის, ჯანდაცვის, განათლების, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის, გადასახადების გადახდის, დანაშაულთან ბრძოლის, სასაზღვრო სამსახურების და აგრეთვე სხვა სფეროებში.
2 მიდგომათა მსგავსობის ხაზგასმით საერთაშორისო და რეგიონალურ პრობლემებში, მხარეებმა დაადასტურეს საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების ერთგულება. ემხრობიან გაეროს როლის გამყარებას მშვიდობის და უსაფრთხოების დამყარების საკითხებში თანამედროვე გამოწვევებსა და საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
3 მხარეები ადასტურებენ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ხელშეუხებლობის პატივისცემის და ძალის გამოყენების და ძალით დამუქრების მიუღებლობას სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში.
- მხარეები უსმევენ ხაზს თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას საერთაშორისო უნივერსალური და რეგიონალური ორგანიზაციების ფარგლებში, ძალების კოორდინაციის ჩათვლით, საერთაშორისო ტერორიზმთან, ტრანსეროვნულ ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკების არაკანონიერ მიმოქცევასთან, ხალხით ვაჭრობის და თანამედროვე მსოფლიოს სხვა გამოწვევებთან და საშიშროებებთან ბრძოლის მიმართულებით .
მხარებმა მოილაპარაკეს აქტიურ ურთიერთობაზე საერთაშორისო სფეროებში ადამიანის უფლებების საკითხებში მათი უნივერსალურობისა და ობიექტურობის პრინციპების საფუძველზე.
- მხარეებმა მოილაპარაკეს ინიციატივებისა და კანდიდატურების ურთიერთ მხარდაჭერის პრაქტიკის გაგრძელებაზე საერთაშორისო ურთიერთობების ფარგლებში.
მხარეები დადებითად აფასებენ საქართველოსა და ბელორუსიის მთავრობათა შორის არსებული კომისიის საქმიანობას ეკონომიური თანამშრომლობის საკითხებში სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებისთვის.
6 მხარეები, ორ ქვეყანათა შორის საქმიანობის სუბიექტებს შორის კონტაქტების აქტივიზაციის აუცილებლობის ხაზგასმით, აცხადებენ, რომ აპირებენ ხელსაყრელი პირობების შექმნას სავაჭრო-სამრეწველო კავშირების განვითარებისთვის სახელმწიფოს სხვადასხვა სფეროების გამოყენებით.
- მხარეები გამოთქვავენ დაინტერესებას სამრეწველო კოოპერაციის გაღრმავებაში ქართული ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და მესამე ქვეყნებში ექსპორტის გასაფართოებლად.
- მხარეები გამოთქვავენ დაინტერესებას ურთიერთხელსაყრელ ურთიერთობაში დარგობრივ სამინისტროებს შორის, პირდაპირი კონტაქტების აქტივიზაციაში საშუალო და მცირე ბიზნესის დონეზე, რესპუბლიკა ბელორუსის ტერიტორიაზე საერთო პროექტების განხორციელებაზე ინფრასტრუქტურის შექმნაში ქართული ხილ-ბოსტნეულის და ღვინის ექსპორტის გაზრდისთვის ბელორუსიის ბაზარსა და მესამე ქვეყნების ბაზრებზე.
- მხარეები აღნიშნავენ ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის აქტიური გამოყენების აუცილებლობას საერთო პროექტების რეალიზაციის გზით ტრანსპორტის და ლოჯისტიკის სფეროებში, საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორების შექმნაში ჩართვით.
- მხარეები აღნიშნავენ თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიასა და ბელორუსიის ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიებს შორის საერთო პროექტების მომზადებასა და განხორციელების მიზნით ორივე ქვეყნის მეცნიერულ-ინოვაციური პროგრესის ინტერესებში.
- მხარეები შეუწყობენ ხელს თანამშრომლობას განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, ინფორმაციის, ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროებში.
- მხარეები მხარს უჭერენ რეგიონებს შორის კავშირებს, როგორც ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს. აღნიშნავენ დელეგაციების ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობას, გამოფენა- გაყიდვების და კულტურული ღონისძიებების აუცილებლობას.
- მხარეებმა გამოხატეს დარწმუნება იმაში, რომ ბელორუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი გახდება პირველი ისტორიული, მძლავრი იმპულსი პოლიტიკური დიალოგის, სავაჭრო-ეკონომიკური და რეგიონებს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის, შეუწყობს ხელს ორ ქვეყანათა შორის მეგობრობის და თანამშრომლობის განვითარებას.
- მხარეებმა განაცხადეს, რომ ყოველი მხრიდან შეუწყონ ხელი მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციას საქართველოსა და ბელორუსიის შორის თანასწორუფლებიანი და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობისთვის..
ბელორუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და საქართველოს ხალხს ბელარუსიის დელეგაციისთვის გაწეული თბილი მიღებისთვის და სტუმართმოყვარეობისთვის და აგრეთვე დაპატიჟა საქართველოს პრეზიდენტი, ეწვიოს სახელმწიფო ვიზიტით მისთვის ხელსაყრელ დროს. მიწვევა იყო მადლიერებით მიღებული. ვიზიტის ვადები იქნება შეთანხმებული დიპლომატიური არხებით.
განცხადება შედგენილია ქალაქ თბილისში 2015 წლის 23 აპრილს ორ თანაბარუფლებიან ეგზემპლარად, თითოეული რუსულ და ქართულ ენებზე.