23 აპრილს, თურქეთის ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა დამეგობრების დღე აღინიშნება, რომლის დევიზია "მშვიდობა ჩვენთან, მშვიდობა მსოფლიოში"
თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ არდახანის გუბერნატორის ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიიღო მოწვევა, რათა აღნიშნული დღესასწაულის პროგრამაში, საკუთარი შემოქმედებით, დუშეთის ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლებმაც მიიღოს მონაწილეობა.
ამავდროულად დღესასწაულზე მოხდება ქალაქ არდახანისა და ქალაქ დუშეთის წარმომადგენელთა დამეგობრება, რომელიც შემდგომ კიდევ მეტად გაღრმავდება და განვითარდება.
P
მასპინძელი ქვეყნის წინაშე დუშელი მოზარდები ეროვნული ფოლკლორული პროგრამით წარსდგებიან, გარდა ამისა, მოეწყობა პრეზენტაცია, სადაც ქართველი ბავშვები, ახლადამეგობრებულ თანატოლებს საქართველოს შესახებ მოუყვებიან.
დუშეთის ბავშვთა ფოლკლორული ანსაბლების გამგზავრება თურქეთის რესპუბლიკაში 21 აპრილს, ქ. დუშეთის ცენტრალური მოედნიდან განხორციელდება.