ბაქოში კასპიის ნავთობისა და გაზის ბირჟის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც კასპიის ინტეგრაციული საქმიანი კლუბისა და საერთაშორისო მედიაჯგუფის Caspian Energy საორგანიზაციო მხარდაჭერით შეიქმნა.
დამფუძნებელთა განცხადებით კასპიის ნავთობისა და გაზის ბირჟის მეშვეობით ხელმისწავდომი იქნება ინფორმაცია კასპიის რეიგონის სათბობენერგეტიკული კომპლექსის შესახებ და ის ინტერაქტიული პორტალის სახით იმუშავებს.
კასპიის ნაბვთობისა და გაზის ბირჟის მონაწილე შესაძლებელია გახდეს აზერბაიჯანში და კასპიისპირა ქვეყნებში მომუშავე კომპანიები.
ამ სფეროში დაკავებულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ დარეგისტრირდენენ შესაბამის საიტზე (www.oil-exchange.com) და აქვე განათავსონ მათთვს სასურველი ინფორმაციები.
უნდა აღინიშოს, რომ ოქტომბრის დასაწყისში ანალოგიური პრეზენტაცია ყაზახეთში გაიმართა, სადაც ქვეყნის მრავალმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი პროექტში მონაწილეობის შესახებ.