არაბული ქვეყნების კოალიციამ იემენში ხუსიტი ამბოხებულების პოზიციები კიდევ ერთხელ დაბომბა. მასირებული საჰაერო იერიშები ტაიზსა და იარიმზე განხორციელდა. დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. გუშინ კოალიციის მეთაურმა სახელმწიფომ საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ იემენში საჰაერო ოპერაციებს წვეტდა, თუმცა გვიან ღამით ამბოხებულთა პოზიციების დაბომბვა განახლდა.