ბელარუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, საქართველო ლეგენდარული ქვეყანაა. პრეზიდენტმა წუხილი გამოთქვა, რომ ამ დრომდე სტუმრობდა საქართველოს.
,,ძვირფასო გიორგი ჩვენ აქამდეც უნდა შევხვედროდით ამ ლეგენდარულ ქალაქში, ლეგენდარულ ქვეყანაში.ჩემდა სამარცხვინოდ, მე აქამდე არ ვარ ნამყოფი თბილისში და ფაქტობრივად, არც საქართველოში გარდა სოხუმისა. როგორც ისტორიკოს ბევრი რამ მაქვს წაკითხული საქართველოს შესახებ, ბევრი რამ ვიცი და ვფიქრობ, ეს ლეგენდარული ქვეყანაა”, _განაცხადა ლუკაშენკომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას.