საქალაქო სასამართლოში თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას პროცესი განახლდება.
სხდომაზე ბრალდების მხარე მტკიცებულებათა გამოკვლევას განაგრძობს.
სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული და ტავად პრალდებული გიგი უგულავა მასზე დასწრებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ყოფილ მერს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თბილისის განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა ედება ბრალად.