რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ ერთი ჰუმანიტარული კოლონა გაგზავნა. სატვირთო მანქანებმა როსტოვის ოლქი უკვე დატოვეს და უკრაინის საზღვარს რამდენიმე საათში გადაკვეთენ. 1,4 ატასი ტონა ტვირთი დონბასელი ვეტერანებისთვის არის განკუთვნილი. ისინი სურსათს, მედიკამენტებს, ტანსაცმელსა და პირველადი მოხმარების საგნებს მიიღებენ.