თურქეთმა ვენიდან საკუთარი ელჩი გაიწვია. ამის მიზეზი ავსტრიის მიერ სომხების გენოციდის აღიარება გახდა. 1015 წელს ოსმალეთის იმოპერიაში ეთნიკური სომხების მასობრივ მკვლელობებს გენოციდის კვალიფიკაცია ავსტრიის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიანიჭა, რასაც ოფიციალური ანკარის მხრიდან სწრაფი რეაგირება მოჰყვა. თურქული მხარე ავსტრიას ისტორიული ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს.