გულუას სახელობის სპეცრაზმის ყოფილმა მეთაურმა ზურაბ ქაჯაიამ პროკურატურა 7-საათიანი საკითხვის შემდეგ დატოვა. ის ე.წ. აფრასიძეების საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხეს. პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ქაჯაიამ დაკითხვის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. ის საგამოძიებო ორგანოში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. პროკურატურა აფრასიძეების საქმეზე გამოძიებას ჩატარებული სპეცოპერაციის კანონიერების დადგენის მიზნით აწარმოებს. სპეცოპერაცია მესტიის სოფელ ეცერში 2004 წლის 24 მარტს ჩატარდა, რომელსაც შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა. სპეცოპერაციისას მამა-შვილი ევგენი და ომეხ აფრასიძეები დაიღუპნენ, დაკავებულ ძმებს, გოჩა და შმაგი აფრასიძეებს კი 19 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. გოჩა და შმაგი აფრასიძეებს ამნისტიით სასჯელი გაუნახევრდათ, ხოლო 2013 წელს ისინი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.