საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას დღეს მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს. ქართველი კანონმდებლები აცხადებენ, რომ მონტენეგრო ძალიან ახლოს არის ნატოსა და ევროკავშირის წევრობასთან. ისინი ქვეყნებს შორის თამანშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი აზრით, მონტენეგროს წარმატება საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს ქვეყანას პლიუს ერთი ხმა ექნება. დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.