ალექსანდრე ლუკაშენკო გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია დახვედრის ოფიციალური ცერემონია, პირისპირ საუბრის შემდეგ კი ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. დღესვე ალექსანრ ლუკაშენკოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს, ხვალ კი ის ბათუმში გაემგზავრება, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდება. ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ეს საქართველოში ალექსანდრე ლუკაშენკოს პირველი ოფიციალური ვიზიტია.