რუსეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "ჩემი სამუშაო ძალიან მომწონს და იმავე პოზიციაზე მსურს დარჩენა, რაზეც დღეს ვარ,"-აღნიშნა ლავროვმა.