რუსეთის პირველი დიპლომატი ობამას პოლიტიკით იმედგაცრუებულია. ჟურნალისტის კითხვაზე, გაუცრუა თუ არა თეთრი სახლის ლიდერმა იმედები, სერგეი ლავროვმა რუსული ანდაზა, "ენდე, მაგრამ შეამოწმე" მოიშველია. "რა თქმა უნდა, მასზე დიდი იმედები მყარდებოდა, ნობელის პრემიაც კი მიანიჭეს, მაგრამ იყო ბევრი არალოგიკური ომიც, რომელიც რეგიონების ინტერესებში არანაირად არ შედიოდა,"-აღნიშნა ლავროვმა.