რუსეთის მთავარი მტერი დღეს ისლამური სახელმწიფოა. ამის შესახებ რუსეთის პირველმა დიპლომატმა ადგილობრივი რადიოსადგურებისთვის მიცემულ ინტერვფიუში განაცხადა. "ისინი რუსეთის ნომერ პირველი მტრები არიან, თუნდანც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ მხარეზე იბრძვის რუსეთის, ევროპის, შეერთებული შტატებისა და დსთ-ს ასობით მოქალაქე. ეს ხალხი უკვე სახლებში ბრუნდება და საძაგლობების ჩადენა სამშობლოშიც შეუძლიათ,"-აღნიშნა ლავროვმა.