საფრანგეთის პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა განაცხადა. დაკავებული 24 წლის ალჟირელია, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იმყოფებოდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.