ევროკომისია გაზპრომს ანტიმონოპოლური კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. საგანგებო განცხადება ევროკომისარმა მარგრეტე ვესტაგერმა გააკეთა. მისივე განმარტებით, რუსული ენერგოგიგანტი რეგიონში თავისუფალ კონკურენციას უშლიდა ხელს და აღმოსავლეთ ევროპელ მომხმარებელს ტარიფებს ხელოვნურად უზრდიდა. ევროკომისრის განცხადებით, გაზპრომი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის საგაზო ბაზარს მთლიანად აკონტროლებდა და დომინანტურ მდგომარეობას ბოროტად იყენებდა.