კრემლის ლიდერი გაპრეზიდენტების წინა პერიოდს იხსენებს. ინტერვიუს ერთ-ერთი ეპიზოდი დოკუმენტური ფილმიდან "პრეზიდენტი" ტელეკომპანია "როსია 24"-მა გაავრცელა. როგორც პუტინი იხსენებს, როდესაც 90-იან წლებში ექსპრეზიდენტმა ელცინმა პოლიტიკურ მემკვიდრედ გამოაცხადა, მასთან რუსი ოლიგარქები მივიდნენ და დაემუქრნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვერასდროს გახდებოდა.