ყოფილი დიპლომატის ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება უცხოური გარეგნობის მამაკაცის ამოცნობაზე მუშაობს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში კიწმარიშვილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა განცხადა ამ კუთხით საგამოძიებო მოქმედებები, დაახლოებით, ორი თვეა მიმდინარეობს.
მისივე განმარტებით, აღნიშნული მამაკაცი ვიდეომასალების შესწავლის დროს გამოიკვეთა.
,,ჩვენ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება რამდენიმე საკითხითაა დაკავებული, მათ შორის ცდილობს მოახდინოს იმ პირის იდენტიფიცირება, რომელიც გამოძიების ინტერესის ქვეშ მოხვდა. ის ახალგაზრდა მამაკაცია. შეიძლება ამ კუთხით მართლაც არაფერი იყოს მნიშვნელოვანი, თუმცა კარგი იქნება მოხდეს მისი ვინაობის დადგენა და გასაუბრება”, -განაცხადა კიწმარიშვილმა ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში.
ზურაბ კიწმარიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მისი ძმის საქმე უახლოეს მომავალში გახსნება და გაირკვევა რა მოხდა რეალობა.
,,რა თქმა უნდა, ველი და სურვილიც მაქვს, რომ საქმე გახსნება, თუმცა დიდი და ძლიერი ოპტიმიზმი არ მაქვს, მაგრამ ვნახოთ არის მოლოდინი რომ გამოძიება დაადასტურებს იმას რაც სინამდვილეში მოხდა ”, _განაცხადა კიწმარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 15 ივლისს რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატი ეროსი კიწმარიშვილი მისსავე ავტოფარეხში, გარდაცვლილი იპოვნეს.
კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიებისგან განსხვავებული ვერსია აქვს კიწმარიშვილის ოჯახს. ამასთან გამორიცხული არაა.