ავღანეთში თალიბანსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებებები გრძელდება. სპეცოპერაცია კუნარის, ნანგარჰარის, პარვანის, ლაგმანის, სამანგანის, ლოგარისა და ჰილმენდის პროვინციებში ჩატარდა. ოფიციალური ქაბულის ინფორმაციით, შეტაკებისას 18 თალიბი მებრძოლი დაიღუპა, 13 მძიმედ დაიჭრა, 3 კი ტყვედ ჩავარდა. სახელისუფლო ძალების მხრდიდან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.