იაპონიის ხელისუფლება მეორე მსოფლიო ომის დროს ქვეყნის მიერ გამოჩენილი აგრესიის გამო სინანულს გამოთქვამს. საგანგებო განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ ჯაკარტაში მიმდინარე სამიტზე გააკეთა. მანამდე ოფიციალურ ტოკიოს მეორე მსოფლიო ომში გამოჩენილი სისასტიკისთვის ბოდიშის მოხდისკენ ჩინეთი და სამხრეთ კორეა მოუწოდებდა.