შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს და ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ჰუსეინ ბ. განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის და საცხოვრებელი
სახლის ჩხრეკისას ჰეროინის შემცველი 400,696 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი მე-3 ნაწლის „ა“ ქვეპუნქტით).