ლუქსემბურგში აღმოსავლეთ პარტნიორობის'საგარეო საქმეთა მინისტრების მე-6 შეხვედრა გაიმართა. მინისტერიალს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ფედერიკა მოგერინი თავმჯდომარეობდა. ღონისძიებაში მონაწილეობდა ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და მაღალი რანგის ოფიციალური პირები. ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ხელმძღვანელობდა. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის პრიორიტეტებს შეეხო, განსაკუთრებით- სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კონტექსტში.