თბილისს დღეს ბელარუსის ლიდერი ეწვევა. ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ დოკუმენტს მოეწერება ხელი, რის შემდეგაც საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება. დღის ბოლოს ლუკაშენკოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უმასპინძლებს. კვირის ბოლოს კი ბელარუსის პრეზიდენტი ბათუმში გაემგზავრება, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.