პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია იძულების წესით პრეზიდენტის გადაყვანაზე საუბარი და ყველა მხარე მოუწოდებს თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის განმარტებებისგან.
"როდესაც ვსაუბრობთ იძულების წესით გადაყვანაზე, ეს არის დამაკნინებელი და შეურაცხმყოფელი სახელმწიფო ინსტიტუტების და მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. ეს არის ჩემთვის ყოვლად მიუღებელი. ყველას ძალიან ვთხოვ, გაითვალისწინონ, რომ ასეთი საუბარი არ შეიძლება პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, რომ იძულებით მოხდება მისი გადმოყვანა. არამც და არამც ეს არ მოხდება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე განმარტებით, პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს თუ სად იქნება მისი რეზიდენცია, თუმცა მე მის ადგილზე პრემიერის თქმით, ათონელის რეზიდენციაში გადავიდოდა.