მორიგი ტერორისტული აქტი სომალიში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად დედაქალაქ მოგადიშოს ცენტრალური რაიონი გახდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი რესტორნის შესასვლელთან აიფეთქა, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი მძიმედ დაშავდა. 2 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს.