განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, თითქოს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის დავით შავლიაშვილის თანამდებობის დატოვების მიზეზი მისი წარუმატებელი მუშაობა გახდა სიმართლეს არ შეესაბამება.
,,ბოლო პერიოდში მისი მიმართებით გარკვეული შექებაც იყო. ამიტომ ინფორმაცია ის არ იყო წარმატებული და ამის გამო შეიძლებოდა პოსტი დაეტოვებინა ნამდვილად სიმართლე არაა', -აცხადებს სანიკიძე.
თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს დავით შავლიაშვილმა დღეს მიმართა.როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული გადაწყვეტილება მინისტრ დავით შავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია.
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის უკვე ყოფილ მინისტრს დავით შავლიაშვილს მისი მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი შეცვლის.