საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის უკვე ყოფილ მინისტრს დავით შავლიაშვილს მისი მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი შეცვლის. ამის შესახებ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განცხადა.
 ,, ახალი მინისტრი იქნება ნოდარ ჯავახიშვილი”, _განაცხადა ღარიბაშვილმა.
 მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები მთავრობასთან უკვე ჰქონდა.
 თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს დავით შავლიაშვილმა დღეს მიმართა.როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული გადაწყვეტილება მინისტრ დავით შავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია.