"ძმები მუსლიმანები" ეგვიპტის მოსახლეობას მასობრივი საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებენ. "ეგვიპტის რევოლუცია კრიტიკულ მდგომარეობაშია. სამხედრო ხუნტას ქვეყანა სრული ქაოსის, რეპრესიების, მკვლელობებისა და წამების გზით მიჰყავს, რასაც წინ უნდა აღვუდგეთ,"-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მიმართვაში. ისლამისტები ეგვიპტეში კვირის დასაწყისიდან გააქტიურდნენ. ისინი ადგილობრივ მოსახლეობას ექსპრეზიდენტ მურსის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, რომელსაც განაჩენს სავარაუდოდ დღეს გამოუტანენ. მუჰამედ მურსის ბრალი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ედება.