დღეს, 21 აპრილს, "ვეფხისტყაოსნის" თემატიკაზე "საერთაშორისო ქართული სკოლის" მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენას კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკა რურუა, მწერალი გურამ დოჩანაშვილი და ცნობილი მხატვრები დაესწრებიან.
ღონისძიება, 13:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში გაიმართება.