მსოფლიოს მეორე ჩოგანმა შესაძლოა ფედერაციის თასის ტურნირი გამოტოვოს. ამის მიზეზი ტრავმა გახდა, რომელიც რუს ჩოგბურთელს დღემდე აწუხებს. ტურნირი ჩეხეთში 14-15 ნოემბერს გაიმართება. მანამდე შარაპოვა სავარაუდოდ სინგაპურის ღია პირველობაზე იასპარეზებს. „ფედერაციის თასის ფინალი სინგაპურის ტურნირიდან 2 კვირაში გაიმართება. თუ ფიზიკურად ასეთ დატვირთვას ვერ გავუძლებ, შეიძლება ჩეხეთში ვერ ვითამაშო,“-აცხადებს შარაპოვა.