მორიგი ტერორისტული აქტი ლიბიაში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ესპანეთის საელჩო გახდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა შენობიდან რამდენიმე მეტრში ამოქმედდა. ტერაქტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. აფეთქების შედეგად შენობის წინა ფასადი დაზიანდა. ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას „ისლამურ სახელმწიფოს“ აკისრებს.