ევროკავშირი არალეგალურ ემიგრაციასთან ბრძოლას ააქტიურებს. ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში არალეგალთა შედინების წინააღმდეგ ღონისძიებების გეგმა ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერებმა მიიღეს. მხარეთა შეთანხმებით, ხმელთაშუა ზრვაში საპატრულო-სამძებრო ოპერაციის დაფინანსება გაიზრდება. ამას გარდა, იმ გემებს, რომლებსავ ევროპის ტერიტორიაზე ხმელთაშუა ზღვით არალეგალები გადაყავთ, გაანადგურებენ. ევროპაში შეღწევის მცდელობას ბოლო ერთი თვის განმავლობაში ათასზე მეტი ემიგრანტი ემსხვერპლა.