7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინასასამართლო პროცესი დღეს 11 საათზე განახლდება. საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილთან ერთად შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ივანე მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილსა და თბილისის ყოფილ მერს, გიორგი უგულავს ედებათ, თუმცა პროკურატურამ ექსპრეზიდენტის საქმე ცალკე სამართალწარმოებად გამოყო.