ტერორიზმი და მისგან მომდინარე საფრთხეები – თემაზე დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე იმსჯელებენ. ევროსაბჭო სირიაში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ სპეციალური რეზოლუციის მიღებას გეგმავს. მონიტორინგის კომიტეტში იგეგმება ახალი ქვეკომიტეტის შეიქმნა, რომელიც ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში არსებულ კომფლიქტებზე იმუშავებს. ქვეკომიტეტი ჯერ დაკომპლექტებული არ არის, თუმცა იმედოვნებენ, რომ მის თავმჯდომარედ ისეთი ქვეყნის წარმომადგენელს დანიშნავენ, რომელშიც ტერიტორიული პრობლემები არ ასებობს. ქვეკომიტეტში გაწევრიანებას ქართველი დეპუტატებიც გეგმავენ.