ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია გურჯაანის გამგეობაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს აკისრებს.
ეს განცხადება მან ცოტა ხნის წინ გურჯაანში გააკეთა, სადაც ის ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად ჩავიდა.
მელიას თქმით ვითარების დაძაბვა გამგეობაში და ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციული კომისიის გაძევება შენობიდან ივანიშვილისა და ღარიბაშვილისთვის მისაღებია, თუმცა როგორც ნიკა მელია განმარტავს კომისია მუშაობის შეწყვეტას არ აპირებს, ის გაძლიერებულ რეჟიმში იმუშავებს და კვირის ბოლოს საზოგადოებას გამგეობაში არსებული ნეპოტიზმის ფაქტებს წარუდგენს.
ამავე თემაზე დღეს კომენტარი დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემაც გააკეთა და განაცხადა, რომ ყველაფერი ხდება კახეთის გუბერნატორის დაკვეთით და სწორედ მან გასცა ბრძანება, რომ 100-მდე თანამშრომელი შეჭრილიყო ღვინიაშვილის კაბინეტში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ გურჯაანის გამგეობასთან ვითარება დაიძაბა, ღვინიაშვილის კაბინეტში შეჭრილი პირები ნაციონალური მოძრაობის წევრებს კვერცხებს ესვროდნენ და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
დილიდან კი გურჯაანის გამგეობაში კრიმინალური პოლიცია იყო გამოძახებული, ისინი კაბინეტში გამგებელმა მოქალაქეების მიღების დროს გამოიძახა, რის გამოც მოქალაქეების მიღების პროცესდი შეფერხებებით წარიმართა.