უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი შს სამინისტროს გააქტიურებისკენ მოუწოდებს. როგორც იმერლიშვილმა განაცხადა უნდა შემცირდეს ან სრულად უნდა აღიკვეთოს მოქალაქეების სირიაში წასვლა.
"შს სამინისტრომ უკეთ უნდა იმუშაოს, რომ მსგავსი ფაქტები შემცირდეს ან სრულიად არ უნდა იყოს. დიახ დღეს შს მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ახალგაზრდების საქართველოდან გამყვანი პირები და ხელშემწყობები დაისჯებიან და აგებენ პასუხს,"- განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.