რუსეთმა და თურქეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, არა მხოლოდ სამსუნი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ერთობლივ მშენებლობაზე, არამედ ნავთობსადენის საბოლოო პუნკტში ნავთობპროდუქტებით ერთობლივი ვაჭრობის ორგანიზებისთვის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზეც. ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა სერგეი შმატკომ განაცხადა.
"მოლაპარაკებები ამ პროექტთან დაკავშირებით მიმდინარე წლის გაზაფხულზე გააქტიურდა. გადაწყვეტილებების მიღების და ურთიერქთმედების სისწრაფის მიხედვით იგი შეიძლება ამომავალ ვარსკვლავს შევადაროთ" - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ორივე მხარე აღფრთოვანებას განიცდის ამ პროექტის რელიზაციის პერსპექტივებთან დაკავშირებით.