დასავლეთთან ურთიერთობას პუტინი ვლადიმერ სოლოვიევთან ინტერვიუში აფასებს. კრემლის ლიდერის თქმით, დასავლეთს მხოლოდ დაკნინებული რუსეთი სჭირდება. "მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ მხოლოდ მაშინ ვუყვარვართ, როცა ჰუმანიტარულ დახმარებას ვითხოვთ. ისინი მხოლოდ მაშინ არიან კმაყოფილნი, როდესაც კარტოფილს გვიგზავნიან. დასავლეთმა ჩათვალა, რომ რუსეთი არსებობას წყვეტდა, როგორც სახელმწიფო. საკითხი მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, თუ როდის მოხდებოდა ეს და რა შედეგები მოჰყვებოდა,"-აღნიშნავს პუტინი.