კოალიცია ,,ქართული ოცნების” დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა გაგრძელდება.
პროცესზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ეპიზოდზე იმსჯელებენ, რომლის საქმეც ცალკეა გამოყოფილი.
დაცვისა და ბრალდების მხარეები დღესვე მოწმეებს დაასახელებენ.
ბრალდების მოწმეთა შორის არიან ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ოქრუაშვილი.
პროცესზე დაცვის მხარე შუამდგომლობასაც დააყენებს, სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს აღნიშნულ საქმეზე ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებისთვის დაუმძიმდა.