ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის წინასასამართლო პროცესი დღეს განახლდება. სხდოამზე დაცვის მხარე შუამდგომლობას დააყენებს, რომ საქმეზე სისხლის სამართლის წარმოება შეწყდეს. ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი აღნიშნულ საქმეს სამართლებრივი სივრციდან ამოვარდნილს უწოდებს და პოლიტიკურ დევნად აფასებს. ვალერი გელაშვილზე 2005 წელს შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც მან სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.