თბილისში, მუხიანის მესამე მიკრო რაიონში საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან 14 წლის მოზარდი გადახტა.
მოზარდი უმძიმეს მდგომარეობაშია და იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.