ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე საქალაქო სასამართლოში ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ქმედებებს ქვეყანა ეწირება.
"მივმართავ ნაკანს, ნუ გაახარებს შიზოფრენიკ ივანიშვილს, რომელსაც თავის ფსიქოანალიზის წიგნში ერთი თავი აქვს დაწერილი, თუ როგორ უნდა მიიყვანოს ადამიანი თვითმკვლელობამდე. ამ თავში წერია, ნაკანი როგორ უნდა მივიდეს თვითმკვლელობამდე, ვენები როგორ უნდა გადაიჭრას. ბევრი თავი ექნება ივანიშვილს ამ წიგნში, მაგრამ არ ექნება ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას შესახებ თავი იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში წარუმატებელია. ივანიშვილი დღემდე თვლიდა, რომ ადეიშვილი ყველაზე ჭკვიანი იყო, მაგრამ ეს თავი ალბათ გადახაზა. ის გამწარებულია. სირცხვილია პროკურატურისა და სახალხო დამცველის განცხადებები, ვითომ ადეიშვილი წითელი ცირკულარიდან მოიხსნა ლტოლვილის სტატუსის გამო. კიდევ ელის რამდენიმე კრუნჩხვა ამ ხელისუფლებას, თუმცა ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ პროვინციელ, გაუნათლებელ, ტლუ ადამიანს ქვეყანა ეწირება”, _განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე განცხადებით, ქვეყანაში გაჩერებულია ეკონომიკა. განცხადების გაკეთების შემდეგ ვანო მერაბიშვილმა სასამართლო პროცესი დატოვა.