სერბეთის პრეზიდენტი ავიაკატასტროფას გადაურჩა. ტიმოსლავ ნიკოლიჩის თვითმფრინავს 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე ფრენისას ძრავი გაეთიშა. პილოტმა ბელგრადში დაბრუნება და უსაფრთხოდ დაშვება შეძლო. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ნიკოლიჩი ოფიციალური ვიზიტით ვატიკანში მიემგზავრებოდა.