საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ვაკანტურ თანამდებობაზე მუშაობას კვლავ მამუკა ფაჩუაშვილი გააგრძელებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ვაკანტურ თანამდებობაზე მუშაობას კვლავ მამუკა ფაჩუაშვილი გააგრძელებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა დღეს 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ვაკანტური ადგილი მას შემდეგ შეიქმნა, რაც საბჭოს წევრს მამუკა ფაჩუაშვილს უფლებამოსილების ვადა რამდენიმე კვირის წინ ამოეწურა. მან სამეურვეო საბჭოს წევრობაზე განაცხადი კვლავ წარადგინა და მასთან ერთად პარლამენტში ვაკანტური ადგილის დასაკავებლად წარდგეილები იყვნენ ასევე მიხეილ აიდინოვის და არჩილ ბუბუტეიშვილის კანდიდატურები. პარლამენტმა კი გადაწყვეტილება მამუკა ფაჩუაშვილის სასარგებლოდ მიიღო.