საქალაქო სასამართლოში დღეს 7 ნოემბრის საქმის განხილვა გაიმართება. ადვოკატ ბექა ბასიალაიას ინფორმაციით, ჯერ ცნობილი არ არის, თუ რომელი მოსამართლე განიხილავს საქმეს. დღესვე საქალაქო სასამართლოში ე.წ თბილსერვისის ეპიზოდზეც გაიმართება მსჯელობა, სადაც დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა გაგრძელდება. 7 ნოემბრის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილთან ერთად შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, ყოფილი გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილსა და თბილისის ყოფილ მერს, გიორგი უგულავს ედებათ, თუმცა პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის საქმე ცალკე სამართალწარმოებად გამოყო. მიხელ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კი 21 აპრილს გაიმართება. 7 ნოემბრის საქმის განხილვა 11, ხოლო თბილსერვისის ეპიზოდზე პროცესი 2 საათზე გაიმართება.