ძალადობრივი მოწოდებები დასჯადი ხდება. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდის. შესაბამის კანონპროექტს პარლამენტში კენჭს დღეს უყრიან, ინიციატივის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. ცვლილებების მიხედვით, ძალადობრივი მოწოდებების ავტორები სისხლის სასმართლებრივ პასუხისგებაში მიეცემიან და მათ 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქრებათ.