უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის საქართველოში ზოგადი განათლების მიღების წესი მარტივდება. ამასთან დაკავშირებით პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე".
კანონპროექტის თანახნმად, ზოგადი განათლების მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქეს სტანდარტული ვაუჩერის მისაღებად სახელმწიფო ხაზინაში 375 ლარს გადაიხდის, მიიღებს ვაუჩერს, რომელსაც შემდეგ წარადგენს საშუალო სკოლაში.
აღსანიშნავია რომ დღემდე ეს საკითხი არ იყო დარეგულირებული და იმის გამო რომ ზოგადი განათლების მიღება საქართველოში მიმდინარეობს ვაუჩერული სისტემით უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოექალაქეობის არმქონე პირები საქართველოში საშუალო განათლების მიღებისას გარკვეულ პრობლემებს აწყდებოდნენ. აქამდე კანონი მხოლოდ იმ ქვეყნის ბავშვების საკითხს არეგულირებდა, რომელთანაც საქართველოს ხელშეკრულება ან შეთანხმება აქვს დადებული ნაცვალგების პრინციპთან დაკავშირებით.