თსუ-ს პირველი კურსის სტუდენტი ბაჩო აბრალავა, რომელიც უნივერსიტეტის მე-5 კორპუსის მე-3 სართულიდან გადმოვარდა გარდაიცვალა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს.
ამთი ინფორმაციით, ახალგაზრდას მარავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდა და ოპერაციაზე შეყვანის დროს ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შესძლეს.
წინასწარი ინფორმაციით, აბრალავამ თავი შეყვარებულის გამო მოიკლა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ლექსების ჩანაწერი. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება