შსს-ში 13:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა. თუმცა ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში უწყების პრესსამსახურის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ უკავშირდება თუ არა საგანგებო ბრიფინგი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძის დაკავებას.
პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე დაკავებულია. პოლიცია მას კვირაზე მეტ ხანს ეძებდა. ,,რუსთავი-2”-ის ინფორმაციით, შალვა აბულაძე ბორჯომში ერთ ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბრალდებული უკვე ბორჯომიდან თბილისში გადმოყავთ.
აბულაძეს, სავარაუდოდ, დღეს ოფიციალურად წარუდგენენ ბრალს და სასამართლო დღესვე შეუფარდებს აღკვეთის ღონისძიებას.
დაკავებულ აბულაძეს ბრალად ედება ორი პოლიციელის მკვლელობა. თავდასხმის ბოლო შემთხვევა ოთხ აპრილს თბილისში მოხდა.