"მიმაჩნია, რომ საქართველოს დიალოგი ყველასთან უნდა ჰქონდეს, მტერთანაც კი", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ტელეკომპანია "CNN"-თან საუბრისას განაცხადა.
პატრიარქის შეფასებით, დიალოგზე უარის თქმა ქვეყანას კარგს არაფერს არ მოუტანს.
ამასთან, "CNN" ჟურნალისტი საქართველოს პატრიარქის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის შეხვედრის დეტალებითაც დაინტერესდა.
"რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ჩემთან საუბრისას აღნიშნა, რომ დევნილები საკუთარ სახლებს აუცილებლად უნდა დუბრუნდნენ", - აღნიშნა ილია მეორემ.